Saturday, April 23, 2016

მე-9 დღე

ტრენინგის რეფლექსია

ტრენინგის ძირითადი თემა იყო "პროექტზე დაფუძვნებული სწავლება".  ამ ტრენინგს დიდი მნიშვნელობა აქვს ყველა პედაგოგისათვის. ტრენინგი წინგადადგმული  ნაბიჯია  ჩვენი პროფესიული ზრდის საქმეში. აღნიშნული ტრენინგი ჩვენთვის ნაყოფიერი აღმოჩნდა.  სწავლა სწავლების პროცესში მნიშვნელოვანია მასწავლებელმა სწორად მიაწოდოს ინფორმაცია და სრულყოფილად წარმართოს სასწავლო პროცესი, რისთვისაც მნიშვნელოვანია თვითონ ფლობდეს 21-საუკუნის უნარ ჩვევებს.უნარ-ჩვევებს.პროექტი- სასწავლო მეთოდებს შორის ყველაზე უკეთესად აჩვენებს მოსწავლეს, თუ სკოლაში მიღებული ცოდნა როგორ გამოიყენოს რეალურ ცხოვრებაში, ხელს უწყობს მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლებას, მაღალი დონის სააზროვნო უნარების ჩამოყალიბებას,  აფასებენ საკუთარი  ცოდნის შედეგს.
ინტელის ძირითადი  სასწავლო კურსი დიდ დახმარებას გვიწევს მასწავლებლებს თუ როგორ დავგეგმოთ, წარვმართოთ და შევაფასოთ სასწავლო პროექტები. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობა ამ პროცესის წარმატებით წარმართვისათვის არის ისტ-ის გამოყენება. დიდი მადლობა  განათლების სამინისტროს და ბატონ დიმიტრის.

No comments:

Post a Comment