Saturday, April 23, 2016

მე-9 დღე

ტრენინგის რეფლექსია

ტრენინგის ძირითადი თემა იყო "პროექტზე დაფუძვნებული სწავლება".  ამ ტრენინგს დიდი მნიშვნელობა აქვს ყველა პედაგოგისათვის. ტრენინგი წინგადადგმული  ნაბიჯია  ჩვენი პროფესიული ზრდის საქმეში. აღნიშნული ტრენინგი ჩვენთვის ნაყოფიერი აღმოჩნდა.  სწავლა სწავლების პროცესში მნიშვნელოვანია მასწავლებელმა სწორად მიაწოდოს ინფორმაცია და სრულყოფილად წარმართოს სასწავლო პროცესი, რისთვისაც მნიშვნელოვანია თვითონ ფლობდეს 21-საუკუნის უნარ ჩვევებს.უნარ-ჩვევებს.პროექტი- სასწავლო მეთოდებს შორის ყველაზე უკეთესად აჩვენებს მოსწავლეს, თუ სკოლაში მიღებული ცოდნა როგორ გამოიყენოს რეალურ ცხოვრებაში, ხელს უწყობს მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლებას, მაღალი დონის სააზროვნო უნარების ჩამოყალიბებას,  აფასებენ საკუთარი  ცოდნის შედეგს.
ინტელის ძირითადი  სასწავლო კურსი დიდ დახმარებას გვიწევს მასწავლებლებს თუ როგორ დავგეგმოთ, წარვმართოთ და შევაფასოთ სასწავლო პროექტები. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობა ამ პროცესის წარმატებით წარმართვისათვის არის ისტ-ის გამოყენება. დიდი მადლობა  განათლების სამინისტროს და ბატონ დიმიტრის.

ჩემი პროექტი

პროექტის პორთფოლიო

Saturday, April 16, 2016

მე-7 დღე

გავეცანით მოსწავლეთა შეფასების რუბრიკებს,განვიხილეთ შეფასების სტრატეგიები,შევადგინეთ მოსწავლეთა შეფასების ფორმები.ეს დღეც ნაყოფიერი იყო, ვფიქრობ რომ , აუცილებლად გამოვიყენეოსასწავლო პროცესში  .მადლობა ტრენერს ყველაფრისათვის.

Sunday, April 10, 2016

მე-6

საინტერესო იყო გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორიის გათვალისწინებით ყველა მოსწავლეზე სასწავლო პროცედურების გაწერა. საკმაოდ საინტერესო იყო მოსწავლის თვალით დანახული დავალების წარმოდგენა საპრეზენტაციო პროგრამის საშუალებით. დავხვეწე  და შევავსე ჩემი პროექტის გეგმა დღევანდელი სესიიდან გამომდინარე. საინტერესო იყო ჯგუფური მუშაობა: "1 დოქი ტალახი", როგორ გამოვიყენებდით ამ რესურსს, ყველა ჯგუფიდან საკმაოდ საინტერესო იდეები გამოითქვა. დიდი მადლობა დღევანდელი დღისთვის ჩვენს ტრენერს.

Saturday, April 9, 2016

მე-5 დღე

დღეს ბლოგზე ავტვირთეთ ჩვენი პროექტის პორტფოლიო. მუშაობის პროცესი ძალიან სახალისო და საინტერესო იყო და რაც მთავარია, მნიშვნელოვანი სასწავლო პროცესის სრულყოფილად წარმართვისათვის. ვიმუშავეთ ასევე საავტორო უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე და ინტერნეტ -თანამშრომლობითი  სასწავლო რესურსების გამოყენებაზე. 


მადლობა დღევანდელი დღისათვის.

Sunday, April 3, 2016

მე-4 დღე

 შევისწავლეთ სხვადასხვა მეთოდების განხილვა.
შეფასების განსაზღვრა მოსწავლეთა საჭიროებების დასადგენად.
პრეზენტაციის მომზადება ჩემს სასწავლო პროექტზე.



დიდი მადლობა.

Saturday, April 2, 2016

დღე -3

შევისწავლეთ ბლუმის ტაქსონომიის გათვალიწინებით პროცედურების გაწერა,  მიზნების შერჩევა პროექტებისათვის და პროექტის გეგმაში შეტანა .  ძალიან საინტერესოდ და ამომწურავად მივიღე პასუხი ყველა კითხვაზე ამიტომ ვთვლი რომ ნაყოფიერი იყო დღევანდელი დღე. მადლობაააა.

Sunday, March 27, 2016

დღე-2

ვისწავლეთ ბლოგების შექმნა და მუშაობა ბლოგების მეშვეობით. გავეცანით ჩეკლისტებისა და შაბლონების მომზადებას ასევე საინფორმაციო ბროშურების  შექმნა.  საინტერესო იყო დღევანდელი დღე,  იყო საკმაოდ შრომატევადი მაგრამ პროდუქტიული. ვეცდები, რომ ბოლომდე გავერკვე და გამოვიყენო პრაქტიკაში.

Saturday, March 26, 2016

ჩემი პირველი პოსტი

გავდივარ ტრენინგს ,,პროექტების სწავლება. ძალიან საინტერესოა და პროდუქტიული ვფიქრობ დავგეგმო და განვახორციელო პროექტი თემაზე  ,,მოვუაროთ  ტყეს".